,,რაბათის ციხის გუმბათის რეკონსტრუქციაზე თურქეთის მხრიდან არანაირი მოთხოვნა არასდროს ყოფილა", -განაცხადა ჟურნალისტებთან საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა თურქეთის პრემიერ-მინისტრთან შეხვედრის კომენტირებისას და აღნიშნა, რომ მიღწეულია შეთანხმება რომლის თანახმად, თურქეთის ტერიტორიაზე ქართული ძეგლების რეკონსტრუქციის პროცესში ქართველი არქიტექტორები სრულყოფილად მიიღებენ მონაწილეობას.
,,რაბათის ციხის გუმბათის რეკონსტრუქციაზე თურქეთის მხრიდან არანაირი მოთხოვნა, მითუმეტეს კატეგორიული მოთხოვნა არასოდეს არ ყოფილა. პრემიერ-მინისტრი დამეთანხმა, რომ გუმბათი როგორიც არის ოქროსი, უნდა დარჩეს იქ სადაც არის. ყველა სხვა საკითხი უნდა განვიხილოთ სპეციალისტებს შორის, ისე, რომ არცერთი მხარის ინტერესი არ შეილახოს და არსად არ უნდა ვიჩქაროდ ამ საკითხებზე. ამის გარდა შევთანხმდით, რომ ჩვენს ძეგლებზე თურქეთში ადრე თუ აზომვებზე შევდიოდით და პატრა-პატრა სამუშაოებს ვახორციელებდით, ახლა სრული მასშტაბით დაუშვან ქართველი სპეციალისტები და ამაზე პრემიერ-მინისტრი დამეთანხმდა", -განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.