საქართველოს სამშენებლო სექტორში გაყიდვების 30-40% დიასპორაზე მოდის. ამის შესახებ დიასპორის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის 2010 წლის გეგმაშია ნათქვამი. აქვე აღნიშნულია, რომ შესაბამისი მარკეტინკული ღონისძიებებით სამომავლოდ, შესაძლოა, ქართულმა კომპანიებმა საქართველოს საზღვრებს გარეთ კლიენტების რაოდენობა გაზარდონ.
აღსანიშნავია, რომ საზღვარგარეთ ამ დროისთვის 2,5 მლნ ქართველი ცხოვრობს, შრომითი მიგრანტების, ბიზნესმენების, სტუდენტებისა და მუდმივი მიგრანტების ჩათვლით.
მასალის გამოყენების პირობები