რაჭისა და სვანეთის შემდეგ ხანძარი გურიის ტყეშიც გაჩნდა. არსებული ინფორმაციით, ცეცხლი ჩოხატაურში, სოფელ ზემო სურების ტყეს გაუჩნდა და 40 ჰექტარზე გავრცელდა.
ცეცხლის ძლიერი კერა რამდენიმე მიუვალ ადგილას იყო გაჩენილი, რის გამოც მისი ლოკალიზება ვერ ხერხდებოდა, თუმცა ამ დროისთვის ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოების თითქმის დასრულებულია. მასში რამდენიმე სტრუქტურის ასზე მეტი ადამიანი მონაწილეობდა.
ცეცხლის გაჩენის მიზეზები ჯერ-ჯერობით ვერ სახელდება. მომხდარზე აღძრულია სისხლის სამართლის საქმე.
რაც შეეხება რაჭას, სპეციალისტები ხანძრის სრულ ლიკვიდაციას აქ დღეს ვარაუდობენ.