ოსი სეპარატისტები ახალგორის რაიონის ჩაკეტვას გეგმავენ. განცხადება ამის შესახებ დღეს ოს სეპარატისტთა ლიდერთან ლეონიდ თიბილოვთან გამართულ თათბირზე ე.წ. რწმუნებულმა პოსტკოფლიქტური დარეგულირების საკითხებში მურატ ჯიოევმა გააკეთა. ჯიოევი თიბილოვთან ჟენევის მოლაპარაკებათა ჩატარებულ რაუნდს განიხილავდა.
"როგორც კი ლენინგორის რაიონში ყველა სოციალ-ეკონომიკური პრობლემა მოგვარდება საზღვარი ჩაიკეტება", _ განაცხადა ჯიოევმა და დასძინა, რომ ეს მათ ჟენევაშიც ხაზგასმით აღნიშნეს.