მოვედით რეალობაში, როცა პარანოია შეყრილი ივანიშვილი აღიარებს, რომ ძალაუფლებას ვერ ინარჩუნებს, - ამის შესახებ პარტია „ფედერალისტების“ ლიდერი თამარ ჩერგოლეიშვილი სოციალურ ქსელში წერს.
"მოვედით რეალობაში, როცა პარანოია შეყრილი ივანიშვილი აღიარებს, რომ ძალაუფლებას ვერ ინარჩუნებს, უძალოდ ჩანს - თუ ალტერნატივა არ აკრძალა.
უთავმოყვარეო სააკაშვილი კი 100 კაცს ვერ აგროვებს დამოუკიდებლად და მისი პოლიტიკური მტრების აქციას ეკიდება სიფილისივით.
უწესო ავტოკრატების ჩარეცხვაზე გადის ქართული დემოკრატიის და კანონის უზენაესობის გამარჯვების გზა", - წერს თამარ ჩერგოლეიშვილი.