საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის თქმით, პოლიტიკური პარტიების აკრძალვის შემდეგ „პოლიტიკური პროცესი გაიწმინდება ტოქსიკური გარემოსგან და სხვა პარტიებს ექნებათ შესაძლებლობა, კონკურენტულ გარემოში ესაუბრონ თავიანთ ამომრჩეველს“.
„პარტიების აკრძალვის შედეგი იქნება ის, რომ დღევანდელი ვითარება, რაც არის, რომ ეს პარტიები წამლავენ პოლიტიკურ, პარტიულ პროცესს საქართველოში, ეს ტოქსიკური, მოწამლული პოლიტიკური პროცესი გაიწმინდება ამ ტოქსიკური გარემოსგან და სხვა პარტიებს ექნებათ შესაძლებლობა, კონკურენტულ გარემოში ესაუბრონ თავიანთ ამომრჩეველს საქართველოს საზოგადოებას.
ჩვენ რასაც ვხედავთ არის ის, რომ არაკონსტიტუციური პარტიები, რომლის წინააღმდეგაც სარჩელი გვაქვს შეტანილი, არაკეთილსინდისიერ კონკურენციაში არიან სხვა პარტიებთან, ვინაიდან უკანონო მეთოდებით მუშაობენ. ეს იგივეა, რაც კერძო ურთიერთობებში, ბიზნესში არაკეთილსინდისიერ კონკურენციაში იყოს ბიზნესი, რომელიმე კომპანია, არ იხდიდეს გადასახადებს, ფულის გათეთრებით იყოს დაკავებული, დემპინგით მუშაობდეს და ა.შ. ზუსტად ასე იქცევიან ეს პარტიებიც, რომლებიც არღვევენ კონსტიტუციას, იყენებენ ძალადობის მეთოდს, იყენებენ უცხო ქვეყნის ხელისუფლებებს საქართველოს წინააღმდეგ. ასე რომ, არაკონკურენტულ გარემოში არიან სხვა პარტიები. გარდა ამისა, წამლავენ პოლიტიკურ პროცესებს საქართველოში. ასე რომ, ეს მხოლოდ წაადგება ჩვენს დემოკრატიას“,- აღნიშნა პაპუაშვილმა.