,,19 აპრილს პოლიტიკური სიტუაცია საქართველოში რადიკალურად შეიცვლება', -ამის შესახებ ,,ნაციონალური მოძრაობის" გენერალურმა მდივანმა ივანე მერაბიშვილმა ბაღდათში სტუმრობისას განაცხადა სადაც ადგილობრივებს ,,ნაციონალური მოძრაობის" მაჟორიტარობის კანდიდატი წარუდგინა.
მერაბიშვილის განცხადებით, 19 აპრილის აქციაზე მისულ მოსახლეობას ბევრი სიახლე ელოდება.
,,ნაციონალური მოძრაობა" არსებობს, იბრძვის. 19აპრილს კიდევ ერთხელ ქართველ ხალხი დარწმუნდება და ძალიან ბევრ სიახლეს გაიგებს, რადან ძალიან ბევრი ადამიანისათვის 19 აპრილი იქნება სიურპრიზებისა და სიახლის მომტანი. პოლიტიკური სიტუაცია 19 აპრილს საქართველოში რადიკალურად შეიცვლება", _განაცხადა მერაბიშვილმა.
შეგახსენებთ, რომ ,,ნაციონალური მოძრაობა" 19 აპრილს ფართომასშტაბიან მანიფესტაციას გეგმავს.