თმის მოვლის საშუალებების იმპორტი 5 პროცენტიანი საბაჟო განაკვეთით დაიბეგრება. აღნიშნული ინიციატივა პარლამენტარ გიორგი გოდაბრელიძეს ეკუთვნის, თუმცა საკითხი კანონპროექტის სახით პარლამენტარ ვახტანგ ბალავაძის მიერ არის მომზადბეული.
კანონპროექტი დღეს დრგობირვი ეკონომიკის კომიტეტის სხდომაზე განიხილეს და კომიტეტმა ინიციატივას მხარი ერთხმად დაუჭირა.
ინიციატივის თანახმად, ხდება ერთი სახის პროდუქციის ერთი განაკვეთით დაბეგვრა. ეს კი ძირითადად შეეხება თმის მოვლის საშუალებებს. დღეს მოქმედი კანონმდებლობით, შამპუნი იბეგრებოდა 12 პროცენტით დანარჩენზე კი არსებობდა ნულოვანი განაკვეთი, რაც ინიციატივის ავტორების განმარტებით პრობლემას უქმნიდა მებაჟეებსაც და მეწარმეებსაც, შესაბამისად მიღებულ იქნა გადაწყვეტილება, რომ აღნიშნული პროდუქცია 5 პროცენტით დაიბეგრება.
აღსანიშნავია, რომ ეს პრინციპი განხორციელდება ყველა პროდუქციაზე და განხორციელდება ტენდენცია, რომლის თანახმად ერთი სახის პროდუქცია დაიბეგრება ერთი განაკვეთით პრობლემების თავიდან ასაცილებლად.