საქართველოში რეგისტრირებული კომპანიების საერთო ბრუნვა იანვარში გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 10 პროცენტით გაიზარდა. ამის შესახებ პრემიერ მინისტრმა ნიკა გილაურმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.
მისივე განმარტებით, გასული თვის მაჩვენებელი 2008 წლის იანვრის მაჩვენებელთან არის გათანაბრებული.
"2008 წლის იანვარ-თებერვალი ერთ-ერთი ყველაზე მაღალი ეკონომიკური აქტივობით გამოირჩეოდა. საქართველოში რეგისტრირებული კომპანიების საერთო ბრუნვა მას გასული თვის იანვრის თვეში გაუთანაბრდა", - განაცხადა გილაურმა. ამასთნ პრემიერმა იმედი გამოთქვა რომ ეს ტენდენცია გაგრძელდება და პირველი კვარტალი ეკონომიკუირ აქტივობით დასრულდება.