საქართველო განახლებადი ენერგიების საერთაშორისო სააგენტოს მიუერთდება. აღნიშნული გადაწყვეტილება უახლოეს სესიაზე კენჭისყრით დამტკიცდება, მანამდე კი თანხმობა პარლამენტის დარგობრივმა კომიტეტმა უკვე განაცხადა.
აღნიშნული საკითხი დღეს პარალმენტში დარგობრივი ეკონომიკის კომიტეტის სხდომაზე ენერგეტიკის სამინისტროს წარმომადგენელმა გამოიტანა. როგორც სამინისტრო აღნიშნავს, ეს გადაწყვეტილება საქართველოს საშუალებას მისცემს მოიზიდოს განახლებადი ენერგიის საკითხებთან დაკავშირებული ინვესტიციები.
განახლებადი ენერგიის საერთაშორისო სააგენტო 2008 წელს შეიქმნა და 2009 წელს მას უკვე 75 ორგანიზაცია მიუერთდა. პარლამენტის თანხმობის შემთხვევაში საქართველოს 235 ევროს გადახდა მოუწევს, ეს კი საშუალებას მისცემს ისარგებლოს იმ პრივილეგიებით, რაც აღნიშნულ ორგანიზაციაში გაწევრიანების შემთხვევაში მიენიჭება.