,,ვადასტურებ გადაწყვეტილებას კენჭი ვიყარო და გავხდე საქართველოს პრეზიდენტი", -განაცხადა ,,ლეიბორისტული პარტიის" ლიდერმა შალვა ნათელაშვილმა ჭადრაკის სასახლეში გამართულ პარტიის ყრილობაზე.
,,ვადასტურებ გადაწყვეტილებას კენჭი ვიყარო და გავხდე საქართველოს პრეზიდენტი და დავამთავრო მჩაგვრელების, მძარცველების ეპოქა", -განაცხადა შალვა ნათელაშვილმა.
შალვა ნათელაშვილმა ჭადრაკის სასახლეში გამართულ ყრილობაზე "ქართულ ოცნება" და "ნაციონალურ მოძრაობაც" გააკრიტიკა და პოლიტიკური ძალაუფლების გადანაწილებაში დაადანაშაულა.
ნათელაშვილის განცხადებით, ბიძინა ივანიშვილი პოლიტიკაში პირადი ფინანსური ინტერესების გამო ჩაერთო.