ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებათა მორიგი 24-ე რაუნდი 25-26 ივნისს გაიმართება . განცხადება ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ჟენევაში რუსული დელეგაციის ხელმძღვანელმა გრიგორი კარასინმა მოლაპარაკებების 23-ე რაუნდის დასრულების შემდეგ გააკეთა.
"იმედები შედეგიანი რაუდის ჩატარების შესახებ, სამწუხაროდ ისევ არ გამართლდა. იყო ტრადიციული დაძაბული დისკუსია, რომელიც აფხაზეთისა და სახრეთ ოსეთის მოსაზღვრე ზონებთან იყო დაკავშირებული. თუმცა აღნიშნა, რომ ინციდენტებისა და დაკავებების რაოდენობა შემცირდა. მოლაპარაკებების მორიგი რაუნდი 25-26 ივნისს გაიმართება", _ განაცხადა კარასინმა.