რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის დავით ნარმანიას განცხადებით, აჭარაში ნაპირსამაგრითი სამუშაოები კვლავაც მიმდინარეობს.
როგორც მან მთავრობის სხდომის დაწყების წინ აღნიშნა, მოსახლეობისთვის მიყენებული ზარალი 1 მლნ ლარით გაზაირდა და ის უკვე დაახლოებით, 6 მლნ ლარს შეადგენს.
მისი თქმით, სარეაბილიტაციო სამუშოები ყველგან მიმდინარეობს - სრულადაა ნაშოვნი, როგორც ხის მასალა, ასევე სახურავები.
"აჭარაში ასევე, მიმდინარეობს ნაპირის დასუფთავებასთან დაკავშირებული სამუშაოები და ის თითქმის დასრულებულია. გაკეთდება პირველადი გამაგრებითი ღონისძიებები ადგილობრივი რესურსებით, ხოლო მუნიციპალური განვითარების ფონდიდან ამ წლის მეორე ნახევარში, დავიწყებთ დიდ პროგრამას, რომელიც ნაპირდაცვით ღონისძიებებს ეხება", - განაცხადა ნარმანიამ.
მისი თქმით, ნაპირდაცვასთან დაკავშირებული ღონისძიებები სრულად განხორციელდება.
ამ წუთებში სახელმწიფო კანცელარიაში მთვრობის სხდომა მიმდინარეობს. მინისტრთა კაბინეტის წევრებს 24 საკითხი აქვთ განსახილველი, მათ შორის სტიქიის შედეგად მოსახლეობისთვის მიყენებული ზარალი და სარეაბილიტაციო სამუშაოებია.