,,სამივე მაჟორიტარობის კანდიდატი ღირსეულია და დარწმუნებული ვარ, არჩევნებში აუცილებლად გავიმარჯვებთ", _განაცხადა ჟურნალისტებთან ენერგეტიკის მინისტრმა და ვიცე-პრემიერმა, მაჟორიტარი კანდიდატების შეფასებისას, რომელიც არჩევნებში მაჟორიტარი კანდიდატების წარდგენის პროცესს დაესწრო.
,,გიორგი არის ჩემი მეგობარი, ღირსეული ადამიანი და ღირსეული კანდიდატი სამტრედიისთვის და სამტრედიელებისთვის. მთავარი და მნიშვნელოვანი არის ის, რომ გიორგი სამტრედიიდან არის წარმოშობით, კავშირი აქვს სამტრედიასთან და ჩვენ ერთად ძალიან ბევრ რამეს გავაკეთებთ ჩვენი რაიონისთვის, სამტრედიელებისთვის", -განაცხადა კახა კალაძემ და აღნიშნა, რომ სამივე მაჟორიტარობის კანდიდატი ღირსეული ადამიანია.
შეგახსენებთ, რომ პრემიერ-მინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა კოალიცია "ქართული ოცნების" მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატები ოფიციალურად დაასახელა. როგორც პრემიერმა აღნიშნა, ნაძალადევის რაიონში კენჭს თამარ კორძაია იყრის. ბაღდათის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი პაატა კიკნაველიძე იქნება. გიორგი კახიანი კი სამტრედიაში იყრის კენჭს.
მასალის გამოყენების პირობები