კონფლიქტის ზონიდან 18 წლის უშანგი დოთიაშვილი გაიტაცეს. ოჯახის წევრების, ინფორმაციით, ის რუსმა მესაზღვრეებმა ცხინვალის მიმართულებით წაიყვანეს.
შემთხვევა სოფელ კირბალში მოხდა. ახალგაზრდა საცხოვრებელი სახლიდან, დაახლოებით, ასი მეტრის მოშორებით იმყოფებოდა. სოფლის მოსახლეობა მომხდარის გამო შეშფოთებულია.
მოსახლეობის თქმით, შინაგან საქმეთა სამინისტროს შიდა ქართლის სამხარეო პოლიცია აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით, ოს კოლეგებთნ მოლაპარაკებებს აწარმოებს და სავარაუდოდ, ახალგაზრდის გათავისუფლება უმოკლეს დროში მოხდება.