,,პრეზიდენტის იმპიჩმენტის პროცედურა სააკაშვილს მოუსპობდა მთავრობისა და პარლამენტი დათხოვნის შესაძლებლობას"_განაცხადა ,,ღია ეთერისთვის" მიცემულ ინტერვიუში ,,დემოკრატიული მოძრაობის" ლიდერმა ნინო ბურჯანაძემ საკონსტიტუციო ცვლილებების კომენტირებისას.
,,არსებობდა გზა, რომელიც მოაგვარებდა ამ პრობლემას, რაც მოგვარდა_ საკონსტიტუციო ცვლილებები, საკონსტიტუციო ცვლილებების გარეშე, ეს იყო პრეზიდენტის იმპიჩმენტის გზა. იმ შემთხვევაში თუ დაიწყებოდა სრულიად საფუძვლიანად, რა თქმა უნდა, არა პოლიტიკური დევნა, სასაცილოა როცა ,,ნაციონალური მოძრაობა" პოლიტიკურ დევნაზე ლაპარაკობდა, არამედ დაიწყებოდა პრეზიდენტის წინააღმდეგ იმპიჩმენტის პროცედურა, რომელიც მას მოუსპობდა ნებისმიერ შესაძლებლობას მიეღო გადაწყვეტილება მთავრობისა და პარლამენტის დათხოვნასთან დაკავშირებით", _განაცხადა ნინო ბურჯანაძემ.