ორგანიზაცია "ჯავახკის" ლიდერი, ყოფილი პოლიტპატიმარი ვაჰაგან ჩახალიანის განცხადებით, საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ცდილობს, ჯავახეთში საკუთარი პოლიტიკური კურსის ვარდნა დამალოს.
ჩახალიანი პრეზიდენტის განცხადებას გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ სააკაშვილის მხარდამჭერთა მხრიდან, მისი მისამართით ბევრი ბრალდება ისმის.
"ციხიდან ჩემი გათავისუფლების შემდეგ სააკაშვილის მხარდამჭერთა მხრიდან, ჩემი მისამართით ბევრი ბრალდება ისმის, რაც მიუთითებს ჩემი დაკავების პოლიტიკურ მოტივზე. რისთვის დამაკავეს? - იმისთვის, რომ მე მშვიდობიანად ვიბრძოდი სომხურენოვანი ხალხის უფლებებისთვის. რისთვის დამაკავეს? იმისთვის, რომ გავეჩუმებინე მათ და გაეჩუმებინა ჯავახი სომხები, რომლებმაც ხმა ამოიღეს და გააპროტესტეს ის, რომ საართველო არ ასრულებდა თავის მოვალეობას", - განაცხადა ჩახალიანმა.
ვაჰაგან ჩახალიანმა სასჯელაღსრულების დაწესებულება ცოტა ხნის წინ ფართომასშტაბიანი ამნისტიის განხორციელების შემდეგ დატოვა.
ჩახალიანი ერთ-ერთია იმ გათავისუფლებულ მსჯავრდებულთა შორის, რომელთა გამოც, საპარლამენტო უმცირესობა ქვეყნის ახალ ხელისუფლებას აკრიტიკებს.