ოს სეპარატისტთა ყოფილმა ლიდერმა ედუარდ კოკოითმა ცხინვალში პრესკონფერენცია ჩაატარა, რომელზეც განაცხადა, რომ ის პარტია "ედინსტვოს" ტოვებს, რომლის თავმჯდომარეც იყო.
პრესკონფერენციაზე კოკოითი სიტყვით გამოვიდა, თუმცა ჟურნალისტების კითხვებზე პასუხი არ გაუცია.
მისი თქმით, მართალია კოკოითი პარტიას ტოვებს, მაგრამ ის "სამხრეთ ოსეთის ხალხის საკეთილდღეოდ გააგრძელებს მუშაობას და ლეონიდ თიბილოვის მხარდაჭერას".
თუმცა, როგორ აპირებს ყოველივე ამის განხორციელებას გაუგებარი დარჩა.