საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ამირან ტოტიკაშვილმა 20-21 თებერვალს დიუსელდორფში გასამართი ტურნირისთვის შემადგენლობა დაასახელა.
საქართველოს ნაკრები გერმანიაში 13 ძიუდოისტით იასპარეზებს.
დიუსელდორფში კი 81 კილოგრამის გარდა ყველა წონაში ორი სპორტსმენი იჭიდავებს.
60 კგ- ბეთქილ შუკვანი, ნესტორ ხერგიანი
66კგ- შალვა ქარდავა, მინდია ხომიზური
73კგ- თენგიზ პაპოშვილი, ამბაკო ავალიანი
81კგ- იოსებ წელაური
90კგ- ვარლამ ლიპრტელიანი, საბა გავაშელიშვილი
100კგ- ზურაბ ზვიადაური, დავით ლორიაშვილი
+100კგ- ლაშა გუჯეჯიანი, ზვიად ხანჯალიაშვილი