"საერთო სასამართლოების" შესახებ კანონპროექტზე ვეტოს დადების შემთხვევაში ვეტოს დავძლევთ", -განაცხადა პარლამენტის ვიცე-სპიკერმა მანანა კობახიძემ ,პირველი რადიოს" პრესკლუბში სტუმრობისას და აღნიშნა, რომ მიხეილ სააკაშვილს უჭირს სასამართლო ხელისუფლების დათმობა.
კობახიძის განმარტებით, ,,საერთო სასამართლოების შესახებ" წარმოდგენილი ცვლილებების პაკეტი გააუმჯობესებს სასამართლო სისტემაში არსებულ მდგომარეობას.
"ჩვენს მიერ მომზადებული საკანონმდებლო პაკეტი ემსახურება სასამართლო ხელისუფლების გაძლიერებას და მისი დამოუკიდებლობის უზრუნველყოფას, თუმცა ვერ ვიტყვი, რომ ეს სრულად იქნება შესრულებული. ვერ ვიტყვი იმას, რომ კოტე კუბლაშვილი, რომელიც სასამართლოს ხელმძღვანელობს, "ნაციონალური მოძრაობის" გავლენისაგან გათავისუფლდება. თუმცა, დრო მოიტანს იმას, რომ თავისუფალი სასამართლოს უფლება საქართველოში სრულად იქნება დაცული", - განაცხადა კობახიძემ.
შეგახსენებთ, რომ ,,საერთო სასამართლოების შესახებ" კანონში შესტან ცვლილებებს დეპუტატები სამ აპრილს განიხილავენ.