დღეს, 19 თებერვალს, 11:00 საათზე, ნატახტარში, საკონდიტრო კომპანია "ბარამბო" გამართავს პრესკონფერენციას, რომლის ძირითად მიზანს მომხმარებლის ინფორმირება წარმოადგენს. კომპანიის მიერ უმაღლესი ხარისხის ბელგიურ ნედლეულზე წარმოებული პირველი პროდუქციის შეძენა მომხმარებელს სავაჭრო ქსელში დღეიდან შეეძლება. პრესკონფერენციაზე კომპანიის წარმომადგენლები ისაუბრებენ საწარმოს არსებულ მდგომარეობაზე, პირორიტეტებსა და მიზნებზე.
სპეციალურად მასმედიის წარმომადგენლებისთვის ქარხანაში მოეწყობა მედიატური. ღონისძიების დროს ისინი გაეცნობიან კომპანიის უახლოეს მიღწევებს, დაათვალიერებენ ქარხანას და წარმოების პროცესს. მოხდება თითოეული პროდუქტის აღწერა და ჩვენება.
შპს "ბარამბო" 2009 წლის 11 მარტს დაარსდა.