აფხაზ სეპარატისტთა ლიდერმა ალექსადრე ანქვაბმა დღეს სოხუმში პრესკონფერენცია ჩაატარა, რომელზეც მან კომენტარი ქართველი მესაზღვრეების მიერ დაკავებულ თურქულ გემზე გააკეთა. აღნიშნული ფაქტის კომენტირებისას ანქვაბმა განაცხადა: "მეკობრეობა გრძელდება". ინფორმაციას ამის შესახებ აფხაზური მედია ავრცელებს.
ამას გარდა, აფხაზ სეპარატისტთა ლიდერმა მოსკოვში ვიზიტის შედეგებზეც ისაუბრა და მას ძალიან ნაყოფიერი უწოდა. "მრავალი საკითხი განვიხილეთ, რომლებიც რუსულ-აფხაზურ ურთიერთობებს ეხებოდა. ასევე ვისაუბრეთ სოციალ-ეკონომიკურ დახმარებაზე", _ განაცხადა მან.
აფხაზ სეპარატისტთა ლიდერმა პრესკონფერენციაზე ასევე ყურადღება გაამახვილა ევროკავშირთან ურთიერთობაზე.
"ჰუმანიტარული დახმარების პერიოდი წავიდა. აფხაზეთი უნდა განვითარდეს", _ განაცხადა ანქვაბმა.