მდინარე ენგურზე მდებარე საქართველოსა აფხაზეთის ადმინისტრაციულ საზღვარზე მდგარმა რუსმა ოკუპანმა ე.წ. მესაზღვრეებმა აფხაზ სეპარატისტებთან ერთად მიმდინარე წლის მარტში ე.წ. სასაზღვრო რეჟიმის დარღვევისათვის 40 ადამიანი, ხოლო ე.წ. სახელმწიფო საზღვრის რეჟიმის დარღვევის ბრალდებით 170 ადამიანი დააკავეს. ინფორმაციას ამის შესახებ აფხაზური მედია ავრცელებს.
"რუსმა მესაზღვრეებმა ასევე აღკვეთეს აფხაზეთში ტვირთების განუბაჟებლად გადატანის 9 მცდელობა. გადასატანად გამზადებული საქონლის ძირითადი სახეობა არის შავი და ფერადი ლითონები, სამშენებლო მასალა და საყოფაცხოვრებო მოხმარების საქონელი", _ იუწყება აფხაზურ მხარე.
ამასთან ერთად, მათივე ინფორმაციით, "ენგურის" ე.წ. გამშვებ პუნქტზე გადატარებული იყო 22 ათასი ადამიანი და 1800-ზე მეტი ავტოსატრანსპორტო საშუალება.
"დაახლოებით 70 ადამიანს უარი ეთქვა აფხაზეთის სახელმწიფო საზღვრის გადაკვეთის შესაძლებლობაზე, მათ შორის დოკუმენტებით, რომლებიც წარმდგენებს არ ეკუთვნოდათ", _ იუწყება აფხაზური მხარე.
ამას გარდა, მათივე ინფორმაციითმ რუსმა ოკუპანტებმა შეამოწმეს 55 მცირე საცურაო საშუალება და მათ შორის 8 ე.წ. სასაზღვრო რეჟიმის დარღვევისათვის დააკავეს.
"სახელმწიფო საზღვრის დაცვისათვის ჩატარებული ღონისძიებების შედეგად ნაპოვნი იქნა იარაღის სამალავი, რომელშიც აღმოჩენილი იყო ხელის ხელყუმბარები და საბრძოლო მასალა, რომელიც შესაძლოა გამოყენებული ყოფილიყო რესპუბლიკის საზოგადოებრივი უსაფრთხოების საზიანოდ", _ იუწყება აფხაზური მხარე.