,,საქართველოს ხელისუფლებას, საპარლამენტო უმრავლესობას უნდოდა, რომ ქართველს ხალხს გაემარჯვა და ეს მოხდა", -განაცხადა მთავრობის სხდომის დაწყებამდე საგარეო საქმეთა მინისიტრმა მაია ფანჯიკიძემ პარლამენტის მიღებული გადაწყვეტილების კომენტირებისას.
,,საკონსტიტუციო ცვლილება, რომელიც პარლამენტს ჯერ არ მიუღია, მაგრამ მიიღებს, ალბათ ორშაბათს მნიშვნელოვანია ქვეყნისთვის, მეტს არაფერს მნიშვნელობა არა აქვს. ვისთვის სილის გაწვნაა, ვისთვის გამარჯვება, ვისთვის დამარცხებაა, გამარჯვება არის საქართველოსთვის და საქართველოს ხელისუფლებას, საპარლამენტო უმრავლესობას უნდოდა, რომ ქართველს ხალხს გაემარჯვა და ეს მოხდა", _განაცხადა ფანჯიკიძემ.