განათლების მინისტრის გიორგი მარგველაშვილის განცხადებით, საკონსტიტუციო ცვლილებეთან დაკავშირებით მიღებული გადაწყვეტილება ქვეყნის სტაბილურობას უქმნის საფუძველს.
როგორც მან მთვრობის სხდომის დაწყებამდე განაცხადა, ამ გადაწყვეტილების საჭიროება პარლამენტის უმრავლესობამ გაიაზრა.
"სწორი გადაწყვეტილება იქნა მიღებული, რომელიც ქვეყნის სტაბილურობას უქმნის საფუძველს. მიხარია, რომ პარლამენტის სრულმა უმრავლესობამ გაიაზრა ამ გადაწყვეტილების საჭიროება და მთელმა უმრავლესობამ დაუჭირა მხარი ამ გადაწყვეტილებას. მთელმა უმრავლესობამ კი არა პარლამენტმა სრული შემადგენლობით", - განაცხადა მარგველაშვილმა.
მთავრობის კანცელარიაში ამ წუთებში მთავრობის სხდომა მიმდინარეობს. მინისტრთა კაბინეტი სულ ათ საკითხს განიხილავს. ძირითადი მომხსენებლები ჯანდაცვის, განათლების და ფინანსთა მინისტრები არიან.