მოსკოვში ვიზიტით მყოფი აფხაზეთის დე-ფაქტო ლიდერი სერგეი ბაღაფში რუსეთის პატრიარქმა მიიღო.
მოლაპარაკებები რუსეთის საპატრიარქოში გაიმართა. ბაღაფშმა კირილს აფხაზეთის ეკლესიის დამოუკიდებლობის აღიარების პროცესში დახმარება სთხოვა.
"უთანხმოება ჩვენსა და ქართულ ეკლესიას შორის დიდი ხანია არსებობს. ამ საკითხის გადაწყვეტას არ ვაპირებთ ისე, რომ იმ ქვეყნებს ვავნოთ რაიმე, რომლებმაც ჩვენი დამოუკიდებლობა აღიარებს. ქართველი მღვდელმთავრების ბოლო გამონათქვამები თან მაქვს. წაიკითხეთ - ასეთ ადამიანებთან საერთო არაფერი გვაქვს", - განაცხადა ბაღაფშმა.
შეგახსენებთ, რომ რუსეთის საპატრიარქო აფხაზეთის ეკლესიის დამოუკიდებლობის აღიარებაზე ამ დრომზე უარს ამბობს.
აღსანიშნავია, რომ რუსეთის პატრიარქთან შეხვედრამდე ბაღაფშმა მოლაპარაკებები მიხეილ ხუბუტიასთან გამართა. საოკუპაციო რეჟიმის ლიდერმა მოსკოვში ქართული დიასპორის ლიდერთან სააგენტო "ინტერფაქსის" ოფისში ისაუბრა.