,,გამოძიება დაადგენს უსმენდნენ, თუ არა სამხედრო მოსამსახურეები ირაკლი ოქრუაშვილს" _ამის შესახებ, თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ალასანიამ თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის წევრებთან შეხვედრისას განაცხადა და აღნიშნა, რომ წინა ხელისუფლების დროს პოლიტიკური ოპონენტების მოსმენა ჩვეულებრივი ამბავი იყო.
,,ამ საკითხს გამოძიება შეისწავლის და პროკურატურა დაადგენს უსმენდნენ, თუ არა სამხედრო მოსამსახურეები ირაკლი ოქრუაშვილს. წინა ხელისუფლების პირობებში კი, პოლიტიკური ოპონენტების მოსმენა ჩვეულებრივი ამბავი იყო და ეს საზოგადოებისთვისაც არის ცნობილი", - განაცხადა ირაკლი ალასანიამ.
შეგახსენებთ, რომ თავდაცვის ყოფილი მინისტრის ირაკლი ოქრუაშვილის განცხადებით, აალი ხელისუფლების პირობებში, თავდაცვის სამინისტროდან გამოგზავნილი ვირუსებით უსმენდნენ.