ჩრდილოეთ კაროლინის უნივერსიტეტის მკვლევარებმა აღმოაჩინეს, რომ დილით ქალები გაცილებით ჭირვეულები არიან ვიდრე მამაკაცები. ბევრად უფრო სავარაუდოა, რომ დილით ქალი უფრო გამოაჩენს მის ხასიათს და არა მამაკაცი. განსაკუთრებით ძილის ნაკლებობას ნეგატიურ ემოციამდე მივყავართ.
კვლევებმა აჩვენა, რომ სუსტი სქესის წარმომადგენლებს 25 წუთით მეტი ძილი სჭირდება ვიდრე მამაკაცებს, რადგან სხვაგვარად დაღლილობა იწვევს არა მარტო ფიზიკურ არამედ ფსიქოლოგიურ პრობლემებს.
არასაკმარისი ძილი ზრდის გულ-სისხლძარღვთა დაავადების, დეპრესიის და ინსულტის რისკს.
ძილს მოკლებული ქალები იტანჯებიან სისხლის შედედების დამატებითი რისკით.
ქალებში, რომელთაც არ ჰყოფნით ძილი, ცუდი ხასიათის მიზეზი არის ის, რომ ძილის დროს ვერ მოხერხდა ტვინის ფუნქციის აღდგენა.