წითელას ვირუსის კიდევ 74 შემთხვევა დაფიქსირდა. საქართველოში წითელას სულ 287 შემთხვევაა გამოვლენილი, აქედან 240 თბილისში.
როგორც დაავადებათა კონტროლის ცენტრში აცხადებენ, დაავადების გამოვლენა და მატება 2-3 თვის განმავლობაში კიდევ მოხდება. აღნიშნულის მიზეზად 2008 წელს წითელას იმუნიზაციის ჩაშლას ასახელებენ.
დაავადებათა კონტროლის ცენტრში კიდევ ერთხელ მოუწოდებენ მოსახლეობას, რომ მიმართონ პოლიკლინიკებს და ჩაიტარონ აცრები შემდგომი გართულებების თავიდან ასაცილებლად.