,,სარეიტინგო კენჭისყრის საკითხს დაყენების საკითხს პარლამენტის თავმჯდომარე წყვეტს", - განაცხადა ,,ჯი-ეიჩ-ენთან" საუბარში პარლამენეტის წესებისა და საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ ირინა იმერლიშვილმა ,,ნაციონალური მოძრაობის' ინიციატივის კომენტირებისას.
იმერელიშვილის განცხადებით, სარეიტინგო კენჭისყრის დაყენების საკითხი პარლამენტის თავმჯდომარის უფლებაა და არა ვალდებულება.
"ნაციონალურ მოძრაობას" სარეიტინგო კენჭისყრის საკითხს დაყენების უფლება ჰქონდა. თუმცა პარლამენტის რეგლამენტში ასეთი ჩანაწერია, რომ საჭიროების შემთხვევაში პარლამენტის თავმჯდომარე აყენებს სარეიტინგო კენჭისყრის საკითხს. ეს არის პარლამენეტის თავმჯდომარის უფლებაა და არა ვალდებულება. უმრავლესობაში ამ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიგვიღია", _ განაცხადა ,,ჯი-ეიჩ-ენთან" საუბარში ირინა იმერლიშვილმა.
შეგახსენებთ, რომ საპარლამენტო უმცურესობამ განაცხადა, რომ საკონსტიტუციო ცვლილებებს მხარს დაუჭერს მხოლოდ სარეიტინგო კენჭისყრის ჩატარების შემდეგ.
"ჩვენ მოვითხოვთ ოფიციალურად, სარეიტინგო კენჭისყრას, ოფიციალური კენჭისყრის წინ. სადაც დაფიქსირდება რამდენი ხმა აქვს უმრავლესობას და რამდენი ხმა სჭირდება საკონსტიტუციო კვორუმისთვის და მზად ვართ მივცეთ ზუსტად იმდენი ხმა რამდენი ხმაც აკლიათ იმისთვის, რომ ეს ცვლილება გავიდეს. თუ მათ აქვთ ასზე მეტი ხმ,ა როგორც ამბობენ, ღმერთმა გაუმარჯოს, ე.ი. მართლა არ ვჭირდებით და მიიღებენ ამ ცვლილებას", - განაცხადა დავით ბაქრაძემ. მისივე თქმით, სრეიტინგო კენჭისყრის ჩატარება აუცილებელია რადგან გამოჩნდეს, რმდენი ხმა სჭირდებათ და გმაოჩნდეს ის, რომ ორივე ძალა იღებენ ამ საკონსტიტუციო ცვლილებას.
"ოღონდ ამ ნაბიჯს ვდგამთ ორივე ერთად და არა ისე, როგორც თქვენ გინდათ - თქვენ გადადგათ ნაბიჯი და ჩვენ გადაგვათრიოთ ამოგრეხილი ხელებით... თუ თქვენთვის არის მნიშვნელოვანი საკონტიტუციო ცვლილების მიღება და არა ოპოზიციის დამცირება და გატეხვა თქვენ საკონსტიტუციო ცვლილებებს მიიღებთ. თუ თქვენი ამოცანაა ოპოზიციის გატეხვა და დამცირება, უკაცრავად, მაგრამ თქვენ ამას ვერ მიიღებთ", - განაცხადა ბაქრაძემ.