აფხაზეთის მარიონეტული რეჟიმის პრეზიდენტი, სერგეი ბაღაფში ქართულ ოპოზიციასთან თანამშრომლობას გამორიცხავს. ამის შესახებ ბაღაფშმა დღეს, "იტარ-ტასის" ოფისში გამართულ პრესკონფერენციაზე ისაუბრა.
ბაღაფშმა აღნიშნა, რომ შეუძლებელია ქართულ ოპზიციასთან თანამშრომლობა, რადგან საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობასთან დაკავშირებით მათაც სააკაშვილისნაირი ხედვა აქვთ.
"რაც შეეხება რაიმე სახის თანამშრომლობას ქართულ ოპოზიცისთან, გამორიცხულია, მანამ სანამ ისინი აფხაზეთის დამოუკიდებლობას არ აღიარებენ და როგორც მეზობელს ისე არ დაგველაპარაკებიან", - განაცხადა ბაღაფშმა.