2013 წლის მარტიდან „მარნეულის სასურსათო ქარხანა" სარეალიზაციო ქსელში პროდუქციის მოცულობას ზრდის. კომპანიაში ამ გადაწყვეტილებას პროდუქტებზე მოთხოვნის გაზრდას უკავშირებენ. კომპანიამ კიტრის მწნილებისა და ტომატ პასტების ასორტიმენტის ზრდასთან ერთად სალათების გამოშვებაც დაიწყო, უფრო მეტიც, საწარმო ბაზარზე ახალი პროდუქციის შეძენა მომხმარებელს საქართველოში წარმოდგენილ ყველა მსხვილ სავაჭრო ობიეტებში შეეძლება.
ამ დროისთვის კი მარნეულის სასურსათო ქარხანა 50-ზე მეტი დასახელების პროდუქციას უშვებს და როგორც ქარნის დირექტორი განმარტავს, ბოლო პერიოდში გაყიდვების მაჩვენებელი 20 პროცენტით გაიზარდა, შესაბამისად იზრდება წარმოებაც. შარშანდელთან შედარებით, "მარნეულის სასურსათო ქარხანამ" ასევე მნიშვნელოვნად გაზარდა კიტრის მწნილების და ტომატ პასტას სარეალიზაციო ქსელში შეტანა. მნიშვნელოვანია, რომ ქარხნის ტომატ პასტას ქართული ბაზრის 30% უკავია.
„ჩვენი მიზანია იმპორტირებული პროდუქცია ქართული ნაწარმით ჩავანცვლოთ. კომპანიის გაყიდვები დღითიდღე იზრდება და ასორტიმენტსაც სულ უფრო მეტად ვაფართოვებთ, კომპანიამ წელს სალათების გამოშვება დაიწყო. ვცდილობთ ყოველწლიურად მომხმარებელს ახალი პროდუქცია შევთავაზოთ," - აღნიშნავს გაფრინდაშვილი.