,,ჩვენ ყველანი დავდგებით მოქალაქის წინაშე სწორდი-სმენაზე", -განაცხადა ჟურნალისტებთან იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა თბილისის პროკურორის წარდგინებისას და აღნიშნა, რომ პროკურატურას უნდა აღუდგეს ნდობა.
,,ჩვენ ძალიან სწრაფად პროკურატურას უნდა აღვუდგინოთ პატივისცემა და ნდომა მოქალაქეების. ის უსამართლობის დიდი განცხადა რაც დამკვიდრდა, დამკვიდრდა იმიტომ და ეს დასამალი არ არის, რომ არაერთი პროკურორი არად იღებდა მოქალაქის ინტერესს. მთავარი წინა წლებში, მე ასე მეჩვენება მოქალქის ინტერესი კი არა, არამედ მინისტრისა და პროკურორის ინტერესი იყო. ეს მთლიანად არის შეცვლილი და ამ გზაზე ვივლით ბოლომდე. ჩვენ ყველანი დავდგებით მოქალაქის წინაშე სწორდი-სმენაზე, ეს არის ჩემი ინსტრუქცია, ეს არის ჩვენი ინსტრუქცია, რომელსაც ყველა პროკურატურა მიიღებს, რომელსაც ამის შემდეგ ვეწვევი", -განაცხადა წულუკიანმა.