,,ჩემი მიზანია პროკურატურის ორგანოებში დაწინაურდნენ ქალები", -განაცხადა ჟურნალისტებთან იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა თბილისის ახალი პროკურორის წარდგინებისას და აღნიშნა, რომ ერთ-ერთი მთავარი მიზეზი რის გამოც მაია მწარიაშვილი პროკურორად დაინიშნა არის ის, რომ ქალია.
,,ჩემი მიზანია პროკურატურის ორგანოებში დაწინაურდნენ ქალები. ჩემი მიზანია პროკურორი იყოს საამაყო თანამდებობა იმისთვის, რომ სტუდენტებმა, ახალგაზრდა ბიჭებმა და განსაკუთრებით გოგონებმა ოცნებად აქციონ პროკურატურაში მუშაობა", -განაცხადა წულუკინმა და აღნიშნა, რომ მაია მწარიაშვილი ამ დრომდე პროკურატურაში საგამოძიებო ნაწილს ხელმძღვანელობა.