დღეს, 19 მარტს, 11:00 საათზე, ფინანსთა მინისტრი ნოდარ ხადური და ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი შეხვედრას გამართავენ ფინანსთა მინისტრის მრჩეველთა საბჭოს წევრებთან. შეხვედრის მიზანია, სამოქალაქო სექტორისა და ექსპერტების ჩართულობის უზრუნველყოფა დოკუმენტზე მუშაობის პროცესში.
ქვეყნის სტრატეგიის ამსახველი დოკუმენტის შედგენაზე მუშაობა ფინანსთა და ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროებს საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა დაავალა.