უნდა დალიო თუ არა ყავა? - რთული კითხვაა. მეცნიერები ზოგ შემთხვევაში აქებენ ყავას, ზოგ შემთხვევაში აძაგებენ. ამჯერად, აშშ-დან ცუდი ინფორმაცია მოვიდა.
ამერიკელმა მეცნიერებმა განაცხადეს, რომ ანტიოქსიდანტი-ანტიოქსიდანტებად, მაგრამ თუ ძალიან ბევრ ყავას დავლევთ, დროთა განმავლობაში შეიძლება...დაბრმავდეთ.
დღეში სამი ფინჯანი ყავის მიღებას შეუძლია გლაუკომა გამოიწვიოს.
ოფთალმოლოგების განმარტებით, ყავა შეიძლება გახდეს თვალის შიგნით არსებული სადრენაჟე მილების მუშაობის შეფერხების მიზეზი, რაც თავის მხრივ ზრდის მხედველობითი ნერვის დაზიანების და შესაბამისად გლაუკომის განვითარების რისკს. ხოლო ზოგიერთი ნივთიერება, რომელიც აღმოჩენილია ამ გემრიელ სასმელში, თეორიულად შეიძლება მნიშვნელოვნად ზრდიდეს თვალის წნევას.
ოფთალმოლოგებმა აღნიშნეს, რომ შეიძლება საქმე კოფეინში არც იყოს, რადგან ჩაი, შოკოლადი ან მაგალითად კოკა-კოლა, რომლის შემადგენლობაშიც ასევე არის კოფეინი, ანალოგიური შედეგი არ აჩვენა.
ზოგადად დასკვნა ასეთია: დღეში სამი ფინჯანი ყავა და მეტი არა.
მასალის გამოყენების პირობები