,,ჯავახეთის რეგიონში სიტუაციას ვფლობთ", -განაცხადა შს მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ,,ნაციონალებთან" შეხვედრისას და აღნიშნა, რომ რეგიონში არანაირი საფრთხე არ არსებობს.
,,ჩვენ ვფლობთ სიტუაციას რეგიონში. იქ არ არის რაღაც მკვეთრი მოძრაობები, რას მომცემს საფუძველს, რომ განვაცხადო, რომ იქ რეალურად რაღაც მნიშვნელოვანი ხდება. ასე, რომ არავითარი საშიშროება არ არის", -განაცხადა ღარიბაშვილმა.