,,ბარბარე რაფალიანცის საქმე მარტივი გამოსაძიებელი არ არის ", -განაცხადა საპარლამენტო უმცირესობასთან შეხვედრისას შს მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა, რომელმაც ვერ დააკონკრეტა როდის მოხდება ათი თვის ბარბარე რაფალიანცის საქმის გახსნა.
,,ბარბარე რაფალიანცის საქმის გამოიძიება ცხელ კვალზე არ მოხდა, სამწუხაროდ. ერთი თვე დაიკარგა. საქმე გარკვეულ ჩიხში შეიყვანეს. თუმცა ვიჩქარე, როცა განვაცხადე, რომ ძალიან მალე გვექნებოდა საშუალება საზოგადოებისთვის მიგვეწოდებინა ინფორმაცია თუ რა მოხდა და გამოძიების შედეგებს წარვუდგენდი. მე ამასთან დაკავშირებით, პირველ რიგში ბოდიში მოუხადე რაფალიანცის ოჯახს, რადგან ნაჩქარევად მომივიდა ამის თქმა, იმ ეტაპზე სხვა ინფორმაცია მქონდა", -განაცხადა ღარიბაშვილმა და აღნიშნა, რომ საქმე მარტივი არ არის.
,,საქმე არ არის მარტივი. შემიძლია ამაზე არა ღია საზოგადოებისთვის, არამედ ცალკე ვისაუბროთ, მაგრამ გამოძიება მიმდინარეობს და საქმის გახსნის რეალური პერსპექტივები გვაქვს", _განაცხადა ღარიბაშვილმა.