,,არავითარი უხერხულობა, დისკონფორტი არ მაქვს, რომ გენისპექციის უფროსი ჩემი ნათესავია_განაცხადა ,,ნაციონალური მოძრაობის" წევრებთან შეხვედრისას ირაკლი ღარიბაშვილმა და აღნიშნა, რომ ამით კანონი არ დაურღვევია.
,,მე ის არ შემირჩევია იმიტომ, რომ ის არის ჩემი ნათესავი. შევარჩიე იმიტომ, რომ არის ძალიან კარგი მენეჯერი და საქმეს ძალიან კარგად უძღვება", -განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა ირმა ნადირაშვილის შეკითხვის საპასუხოდ, რომელმაც შს მინისტრის მისი ნათესავების სია ჩამოუთვალა, რომლებიც სხვადასხვა უწყებაში მათ შორის შსს მაღალ თანამდებობაზე არჩევნების შემდეგ დაინიშნენ.