"მე ყარაბაღთან დაკავშირებით არანაირი განცხადება არ გამიკეთებია და არ ვიცი ის პრესაში როგორ აღმოჩნდა"- ამის შესახებ განცხადება აზერბაიჯანში ვიზიტად მყოფმა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა აზერბაიჯანული მედიის შეკითხვის საპასუხოდ გააკეთა.
"ნუ გექნებათ ნურავითარი ეჭვი, პირადად მე და საქართველო მხარს ვუჭერთ აზერბაიჯანის ტერიტორიულ მთლიანობას, ისევე როგორც აზერბაიჯანი უჭერს მხარს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას. დარწმუნებული ვარ, რომ დიპლომატთა საერთო ძალისხმევით ყარაბაღის კონფლიქტი მალე გადაიჭრება""- აღნიშნა ფანჯიკიძემ.