აფხაზ სეპარატისტთა ლიდერი ალექსანდრე ანქვაბი ფედერალური უნიტარული დაწესებულების "გოსზნაკის" გენერალურ დირექტორს არკადი ტრაჩუკს შეხვდა. შეხვედრაზე საუბარი "გოსზნაკთან" თანამშრომლობაზე მიმდინარეობდა. ინფორმაციას ამის შესახებ აფხაზური მედია ავრცელებს.
"ჩვენ ძალიან გვეძვირფასება ჩვენი ურთიერთობები და დაინტერესებულნი ვართ კონტაქტების გამყარებაში და თანამშრომლობის გაღრმავებაში", _ განაცხადა ანქვაბმა რაზეც თავის მხრივ "გოსზნაკის დირექტორმა განაცხადა, რომ ისინი თანამშრომლობისთვის მზად არიან.
აფხაზური მხარე აღნიშნავს, რომ "გოსზნაკი" გარდა აფხაზური ე.წ. დიპლომარი და ე.წ მოქალაქის პასპორტებისა და მონეტებისა ასევე ამჟამად დაკავებულია სხვა "ნაციონალური დოკუმენტების" დამზადებით ეს მართვის მოწმობებია საზღვარგარეთ გასამჯზავრებლად და საბანკო ბარათები.