Samsung-მა ბაზარზე ახალი სამარტფონი Galaxy S4 გამოიტანა. Galaxy S4 საკუთარი წირამორბედებისაგან "უკონტაქტო ინტერფეისით" გამოირჩევა. აღნიშნული სმარტფონის მფლობელს, სურვილისამებრ შეუძლია ესა თუ ის ფუნქცია შეხედვით მართოს. რამდენიმე დღით ადრე საერთაშორისო სააგენტოებმა უკვე გააჟღერეს, რომ სმარტფონის მართვა შეხედვით გახდება შესაძლებელი. საუბარია არა მხოლოდ თვალის მოძრაობაზე, არამედ მტელი სახის მოძრაობაზე.
Galaxy S4 ნაკლებად მოგაგონებთ Galaxy S3-ს. ახალი სმარტფონი თავის წინამორბედებზე უფრო მსუბუქი და მოსახერხებელია. ტელეფონი მხოლოდ 130 გრამს იწონის და მისი კორპუსი ნახევარკარბონატისგან არის დამზადებული, რასაც თავის მხრივ დღემდე მხოლოდ Nokiaმ იყენებდა. Galaxy S4-ს 5-დიუმიანი ეკრანი აქვს.
უკვე ცნობილია, რომ Samsung-ი გაყიდვაში ახალი სმარტფონის ორ ვარიანტს გამოუშვებს: ერთ-ერთ მოდელს 4 ბირთვიანი პროცესორი Snapdragon-ი ექნება, ხოლო მეორეს 7 ბირთვიანი პროცესორი Exynos. პირველ მეხსიერების ბარათს კომპანია Qualcomm ამზადებს, ხოლო მერეს თავად Samsung.
აღსანიშნავია, რომ Galaxy S4-ს 16, 32 ან 64 გიგაბაიტიანი შიდამესხიერება აქვს
Galaxy S4-ი Android 4.2.2-ზე იმუშავებს.
Galaxy S4-ი გაყიდვაში აპრილის ბოლოდან ჩაეშვება, თუმც რა ეღირება ახალი სმარტფონი კომპანია არ აკონკრეტებს, თუმც განმარტავს, რომ ის 155 ქვეყანაში გაიყიდება.