ევროპისა და აშშ-ს ემბარგოს შემდეგ, საქართელოში მეტი ირანული ინვესტიციის შემოსვლის ზრდის ტენდენცია დაიწყო და ინტერესი გაიზარდა. აღნიშნულის შესახებ განცხადებას სააგენტო „ჯი-ეიჩ-ენთან" საუბრისას ეკონომისტი ირაკლი ლექვინაძე აკეთებს. როგორც ექსპერტი განმარტავს, 2008-2011 წლებში ირანულმა ინვესტიციებმა შემოდინება დაიწყო, რაც ნიშნავს იმას, რომ აშშ-ს და ევროპას ამასთან დაკავშირებით მკვეთრი უარყოფითი დამოკიდებულება არა აქვთ და შეიძლება აწყობდეთ კიდევაც ირანში ბიზნესის დასუსტება და მისი გასვლა ქვეყნის გარეთ. ამისთვის კი საქართველო საკმაოდ საინტერესო სივრცეა.
„ნებისმიერი კაპიტალის შემოდინება კარგია, თან ინტერესიც არის. დღეს ბიზნესგარემო უკეთესია, ვიდრე ირანში და წვდომაც ევროპულ ბაზრებზე აქედან შესაძლებელია. საქართველოში მეტი ირანული ინვესტიციის შემოდინება აშშ-ს ინტერესების გათვალისწინების გარეშე მე ვფიქრობ არ მოხდება. ევროპისა და აშშ-ს ემბარგოს შემდეგ, ძალიან ბევრი ირანიული ბიზნესი შემოვიდა საქართველოში, მისი მასშტაბი ყოველწლიურად დიდი არ არის, მაგრამ ინტერესი მზარდია, მსხვილი ირანული კომპანიები ჯერჯერობით მაინც ადგილობრივი წნეხის გამო ვერ ახერხებენ ქვეყნის გარეთ გასვლას "- განაცხადა ლექვინაძემ.
აღსანიშნავია, რომ 2008 წელს საქართველოში 1.5 მლნ დოლარის ინვესტიცია განხორციელდა, 2009 წელს - 1,2 მლნ დოლარის, 2010 წელს - 1.1 მლნ დოლარის, ხოლო 2011 წელს ქვეყანაში 1.1 მლნ. დოლარის ინვესტიციაა განხორციელებული.
აღშანიშნავია, რომ ირანული კომპანია "IRAN-UROMYEH"-ს საქართველოში სოლიდური ინვესტიციის განხორციელებითაა დაინტერესებული. კომპანიის მფლობელმა და ხელმძღვანელმა სამიდ ტალატიმ აჭარაში ოფიციალური შეხვედრები უკვე გამართა. ინვესტორი აჭარაში სასტუმრო-კომპლექსების, საყოფაცხოვრებო ნარჩენების გადამამუშავებელი ქარხნის მშენებლობითაა დაინტერესებული. გარდა ამისა, კომპანია მზად არის აღადგინოს და ააღორძინოს სოფლის მეურნეობის ისეთი მნიშვნელოვანი დარგი, როგორიც მეჩაიეობაა. პროექტი ითვალისწინებს არა მარტო ქართული ჩაის მოყვანას, არამედ მის ექსპორტირებასა და რეალიზებას უცხოეთის ბაზრებზე. კომპანიას ქობულეთსა და ხელვაჩაურში ხილის შესანახი ორი მაცივარ-ქარხნის მშნებელობაც სურს. "IRAN-UROMYEH"-ის წარმომადგენლები საქართველოს პრემიერ-მინისტრთან ბიძინა ივანიშვილთან შეხვედრას გეგმავენ.
შეგახსენებთ, რომ მსოფლიოში ცნობილ, მრავალპროფილიან კომპანია "IRAN-UROMYEH"-ს სხვადასხვა მნიშვნელოვანი პროექტი უკავშირდება, კერძოდ,მან აღადგინა და ააშენა ერაყში ომის დროს დანგრეული რამდენიმე ქალაქის ახალი დასახლებები. "IRAN-UROMYEH"-მა ასევე სახელი გაითქვა სოფლის მეურნეობის, გადამამუშავებელი მრეწველობის, ეკოლოგიური უსაფრთხოების და სხვა სფეროებშიც.
მასალის გამოყენების პირობები