საკონდიტრო კომპანია „ბარამბო" მომხმარებელს პირველ პროდუქციას სთავაზობს. პარასკევს, 19 თებერვალს, 11 საათზე ნატახტარში, საკონდიტრო კომპანია „ბარამბო" გამართავს პრესკონფერენციას, რომლის ძირითად მიზანს მომხმარებლის ინფორმირება წარმოადგენს. კომპანიის მიერ უმაღლესი ხარისხის ბელგიურ ნედლეულზე წარმოებული პირველი პროდუქციის შეძენა მომხმარებელს სავაჭრო ქსელში ხვალიდან შეეძლება. პრესკონფერენციაზე კომპანიის წარმომადგენლები ასევე ისაუბრებენ საწარმოს არსებულ მდგომარეობაზე, პირორიტეტებსა და მიზნებზე.
ამავე დღეს, სპეციალურად მასმედიის წარმომადგენლებისთვის ქარხანაში მოეწყობა მედია-ტური. ღონისძიების დროს ისინი გაეცნობიან კომპანიის უახლოეს მიღწევებს, დაათვალიერებენ ქარხანას და წარმოების პროცესს. მოხდება თითოეული პროდუქტის აღწერა და ჩვენება.
შპს „ბარამბო" 2009 წლის 11 მარტს დაარსდა.