ხვალ, სავაჭრო-სამრეწველო პალატის ორგანიზებით. ბიზნესმენები მთავრობის ეკონომიკურ გუნდს შეხვდებიან. როგორც სააგენტო "ჯი-ეიჩ-ენს" სავაჭრო-სამრეწველო პალატიდან აცნობეს, 15 მარტს, 15:00 საათზე, სასტუმრო „შერატონ-მეტეხი პალასში" სავაჭრო-სამრეწველო პალატის ორგანიზებით, შედგება შეხვედრა ქართული ბიზნესის წარმომადგენლებთან, რომელშიც მონაწილეობას მიიღებენ საქართველოს მთავრობის ეკონომიკური გუნდის წევრები. პალატის ინფორმაციით, შეხვედრას 100-ზე მეტი ბიზნესმენი დაესწრება.
მასალის გამოყენების პირობები