ვიზიტის ფარგლებში რამაზ ნიკოლაიშვილი უკრაინის შესაბამისი უწყების წარმომადგენლებს შეხვდა.
მთავარი თემა ურთიერთობებისა და გამოცდილების გაზიარება იყო.
კოლეგებმა ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის გააფორმეს, რომლის თანახმადაც, ქართულ კომპანიებს საშუალება მიეცემათ გზების მშენებლობასთან დაკავშირებით უკრაინულ ტენდერებში მიიღონ მონაწილეობა.
"ხვალიდან ქართული კომპანიები უკრაინაში, ისევე როგორც უკრაინული კომპანიები საქართველოში, გზების მშენებლობასთან დაკავშირებულ ტენდერებში მიიღებენ მონაწილეობას. უკრაინული ბაზრის ათვისება ჩვენთვის მნიშვნელოვანი მომენტია", - განუცხადა თბილისში დაბრუნების შემდეგ ნიკოლაიშვილმა ჟურნალისტებს.