ვაშინგტონი მზადაა ამერიკული რაკეტსაწინააღმდეგო სისტემების თემით შეშფოთებულ რუსეთს ყველა კითხვაზე უპასუხოს.
ამის შესახებ ამერიკის თავდაცვის მდივნის მოადგილე ალექსანდრ ვერშბოუმ განაცხადა.
"ჩვენ განვაგრძობთ თანამშრომლობას. წარმოვადგენთ ვაქტებს და ვცდილობთ მოსკოვის შეკითხვებს არგუმენტირებული პასუხები გავცეთ. ამასთან, რუსეთის დიალოგისას რაიმე განსაკუთრებულ მეთოდს არ ვიყენებთ. ვფიქრობთ, ევროპაში ამერიკული რადარების განთავსება რუსეთ-ამერიკას შორის დაწყებული გადატვირთვის პოლიტიკას საფრთხეს არ შეუქმნის", - განაცხადა ვერშბოუმ.