საქართველოს პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი გუშინ ლონდონს ეწვია. ამის შესახებ უცხოური პრესა იუწყება.
"იტარ - ტასის" ინფორმაციით, სააკაშვილმა საერთაშირისო ურთიერთობათა სამეფო ინსტიტუტში სიტყვით გამოსვლისას, საკუთარი თავი ბრიტანეთის ყოფილ პრემიერ-მინსტრს, უინსტონ ჩერჩილს შეადარა.
"ამბობენ, რომ მე ფეთქებადი და ტემპერამენტიანი პოლიტიკოსი ვარ, თუმცა თავის დროზე ჩერჩილსაც ასე ახასიათებდნენ აშშ-ში", - განაცხადა სააკაშვილმა.
გამოსვლისას მიხელი სააკაშვილმა საქართველოში ახალი შეიარაღებული კონფლიქტის დაწყების ალბათობაზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ საფრთხე კვლავაც არსებობს და რუსეთის მხრიდან საქართველოში ხელმეორედ შემოჭრა სრულიად შესაძლებელია.
ბოლოსკენ სააკაშვილმა ქართული შეიარაღებული ძალების ავღანეთში გამგზავრებაზე ისაუბრა და განაცხადა, რომ ქართველი სამხედროები გილმენდის რაიონში ჩავლენ და ნატოს ჯარებთან ერთად ოპერაცია "მოშტარაკში" მიიღებენ მონაწილეობას.