HSBC-ის საქართველოდან გასვლას ფინანსთა მინისტრი მიხეილ სააკაშვილი უგნურ პოლიტიკას უკავშირებს. როგორც ფინანსთა მინისტრი აცხადებს, წინა მთავრობის პერიოდში HSBC-ის საქართველოში მუშაობის საშუალება არ მიეცა.
"სამწუხაროდ პრეზიდენტ სააკაშვილის უგნურმა პოლიტიკამ საქართველოდან გაიყვანა ერთ-ერთი სერიოზული ბანკი - HSBC - რაც საქართველოს საბანკო სისტემისთვის ძალიან დიდი დანაკარგი იყო. ჯობდა თავის დროზე გვეფიქრა იმაზე, რომ საქართველოს საბანკო სისტემა უფრო დივერსიფიცირებული ყოფილიყო. პროგლემა ის არის, რომ ბანკს არ შეექმნა მუშაობის საშუალება და იძულებული გახდა მეზობელ სახელმწიფოში დაბრუნებულიყო. ეს არის ძალიან ცუდი მაგალითი, თუმცა ჩვენ იმედი გვაქვს, რომ საქართველოში ძალიან ბევრი ბანკი შემოვა"- განაცხადა ნოდარ ხადურმა.
შეგახსენებთ, რომ „HSBC ბანკი -საქართველოს" ლიკვიდაციის პროცესი 2012 წლის ივლისში დასრულდა და ბანკი სებ-ის რეესტრიდან ამოიღეს. უმსხვილესმა საბანკო ჯგუფმა, საქართველოს ბაზარი ოპერირების დაწყებიდან მე-5 წელს, მისი სიმცირის საფუძვლით დატოვა. ბანკის მენეჯმენტი თავდაპირველად საცალო და კორპორაციული მიმართულებით აქტიურ საქმიანობას გეგმავდა, მოგვიანებით კი მაღალშემოსვლიანი კორპორაციული კლიენტურის მომსახურებაზე ფოკუსირდა, საერთაშორისო ბიზნესისა და ვაჭრობის მხარდაჭერა აირჩია და ამ კურსს 2009 წლის ივნისიდან ატარებდა. ბანკმა ფიზიკური პირების 8 მლნ ლარის საცალო პორტფელი (მთლიანი სასესხო პორტფელის 13%-მდე), ბანკ „რესპუბლიკას" მიჰყიდა. იურიდიული პირების სასესხო ვალდებულებები კი რეფინანსირებით გაისტუმრა.