მელბურნის უნივერსიტეტის მეცნიერთა ჯგუფმა ლეიკოციტების შესწავლისას აღმოაჩინა ახალი მეთოდი, რომელიც საშუალებას იძლევა შეაჩეროს ნებისმიერი სახის გრიპის ვისრუსის ახალი შტამის გავრცელება.
სპეციალისტები მიიჩნევენ, რომ ახალი აღმოჩენა "მწვანე შუქს მისცემს" გრიპის წინაღმდეგ უნივერსალური ვაქცინის შექმნას და ის ასევე გააძლიერებს ადამიანის იმუნურ სისტემას "ცე" ჰეპატიტისა და აივ-ინფექციის წინააღმდეგ.
მსოფლიოს ჯანდაცვის ორგანიზაციის მონაცემებით ყოველწლიურად გრიპის შედეგად სამიდან ხუთ მილიონამდე ადამიანი იღუპება.